გერმანიის ქალაქ კასელში ნაცისტების მიერ 1933 წელს ებრაული და მარქსისტული წიგნების დაწვის ადგილზე, აკრძალული წიგნების პართენონი ააშენეს.მსოფლიოში სხვადასახვა დროს აკრძალული წიგნები მოხალისეებისადა გამომცემლობების დახმარებით არგენტინელმა ხელოვანმა, მარტა მუნხინმა შეარჩია.
დამთვალიერებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ნახონ პასტერნაკის "ექიმი ჟივაგო", სერვანტესის "დონ კიხოტი", კაფკას "მეტამორფოზა" . პართენონში ვერ მოხვდა ჰიტლერის "ჩემი ბრძოლა" და პორნოგრაფიული ლიტერატურა.