ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა - ფაქტს დირექტორი ეხმაურება - Palitra News

ბათუმში, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა - ფაქტს დირექტორი ეხმაურება

2017-02-04 17:07:41+04:00

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დავით კობახიძემ განუცხადა, გეგმური მონიტორინგის შედეგად სკოლას აღმოაჩნდა სერიოზული დარღვევები ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით.