ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის დამზადება 7 000 წლის წინ ისწავლა. რძის ჩაკვეთისგან მიღებული მასა იწურება, იპრესება, შრება და გადის მომწიფების ფაზას. შედეგად კი ვიღებთ ყველს - ერთერთ სასარგებლო და გემრიელ პროდუქტს. ყველი რძის პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადია. მისგან მომზადებული კერძები კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში. გემრიელთან ერთად ყველი უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა. თუმცა მედალს ორი მხარე აქვს და მის სიკეეთეებთან ერთად აუცილებელია სხვა თვისებებიც ვიცოდეთ.