ბოლო დროს საჯარო სკოლებში გახშირებული ბულინგისა და პედაგოგთა მხრიდან მოსწავლეებზე განხორციელებული ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მკაცრად დაგმო. ჯეჯელავას თქმით - " არცერთი მასწავლებელი, რომელიც ფიზიკური ძალადობის გზას აირჩევს, ვერ შეინარჩუნებს სამსახურს"!
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "ჩემი კითხვა" მოქალაქეებს ვიცე -პრემიერმა, განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ უპასუხა."ჩემი კითხვა არის PALITRANEWS -ის უპრეცენდნტო პროექტი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია პირისპირ ესაუბროს პოლიტიკოსებს. დაუსვას ნებისმიერი, თამამი, კრიტიკული კითხვა.როგორ დასვათ კითხვა?გადაცემაში მონაწილეობა ძალიან მარტივია:✔ ეწვიე Palitranews-ის Facebook-ის გვერდს, დასვი შეკითხვა და გააკეთე ჰეშთეგი #ჩემიკითხვა,✔ ან გამოგზავნე E-mail მისამართზე: info@palitranews.ge