არსებული ინფორმაციით, ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად უცხოელი მოთხილამურე დაიღუპა - Palitra News

არსებული ინფორმაციით, ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად უცხოელი მოთხილამურე დაიღუპა

2017-03-17 13:57:59+04:00

არსებული ინფორმაციით, ყაზბეგში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა. არაოფიციალური ცნობით, გარდაცვლილი, სავარაუდოდ უცხოელი მოთხილამურეა, რომელიც გუდაურში რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილი ზვავის ადგილიდან ვერტმფრენით უკვე გადმოიყვანეს. შემთხვევა ყაზბეგში, კობის მხარეს მოხდა.