არასრულწლოვნებისთვის ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა გართულდება. ამ და სხვა ცვლილებების შემუშავების მიზნით პარლამენტში სამუშაო ჯგუფი უკვე შექმნილია. სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩაბმულობა ნომერ პირველი პრობლემაა.