განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მესამე ვიცე-პრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ჯეჯელავას საზოგადოებასთან ურთიერთობის და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით კოორდინირების ფუნქცია ექნება.